თქვენ არ რჩებით მარტო

ჩვენს თავზე ვიღებთ თქვენს საზრუნავს

მას შემდეგ, რაც იყიდით კომპანია European Village-ის მიერ აშენებულ ვილას, ჩვენ ვრჩებით თქვენ გვერდით. დაგეხმარებით ყველაფერში, რაც დაგჭირდებათ:

მოვაწყობთ სახლს  ან აპარტამენტებს საცხოვრებლად
მოვაწყობთ სახლს
ან აპარტამენტებს საცხოვრებლად

სრულიად მზა მდგომარეობამდე
დაგეხმარებით ვილის ან აპარტამენტების მოწყობაში გასაქირავებლად, თუ მოისურვებთ, შევიძენთ და დაგიმონტაჟებთ ტექნიკას, ავაწყობთ ავეჯს, ჩავრთავთ ინტერნეტს, ჩამოვკიდებთ ფარდებს, კდლებზე განვათავსებთ სურათებს, დივანსა და სავარძლებს მოვრთავთ მოსახერხებელი ბალიშებით. ეს იქნება იდეალური, თუკი გსურთ, რომ თქვენმა უძრავმა ქონებამ მოგიტანოთ ფული, სანამ თქვენ საზღვარგარეთ იმყოფებით, ან იმ შემთხვევაში თუკი ვილა დასასვენებლად იყიდეთ და არ გსურთ თავად იზრუნოთ მის კეთილმოწყობაზე.

დაგეხმარებით

ბინადრობის ნებართვის აღებასა და გაფორმებაში,
ქონების შეძენის შემდეგ გაგიწევთ იურიდიულ დახმარებასაც, უზრუნველგყოფთ მთარგმნელით, დაგეხმარებით საბუთების გაფორმებაში. ქონების შესაძენად გადახდილი თანხა საკმარისია ბინადრობის ნებართვის ასაღებად ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისა და მისი ოჯახის წევრებისათვის.

დაგეხმარებით
დაგეხმარებით რემონტში  გარანტიით და უმისოდაც.
დაგეხმარებით რემონტში
გარანტიით და უმისოდაც.

შიდა ან გარე მოპირკეთებისას პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, დაზიანებულს შევაკეთებთ, გამოვასწორებთ ან გადავაკეთებთ — ყველა გარანტია გამყარებულია ხელშეკრულებით. თუ პრობლემის აღმოფხვრა არაა გარანტირებული, მაგალითად, გაგიტყდათ ფანჯარა, ბავშვებმა მოხატეს კედლები, ან მძიმე სკამი დაუვარდათ ფილებით მოპირკეთებულ იატაკზე, ჩვენ მაინც დაგეხმარებით — მოგიძებნით პროფესიონალ ოსტატებს, რომლებიც ადეკვატურ ფასად მოგემსახურებიან.

თვალს ვადევნებთ წესრიგს

უზრუნველვყოფთ წესრიგის დაცვას კომპლექსის საერთო ტერიტორიაზე, დალაგებას, დაცვისა და სხვა მომსახურებას. ასევე, შეგვიძლია თვალი ვადევნოთ სისუფთავეს და წესრიგს თქვენს კერძო ნაკვეთზე, რაშიც შედის — აუზის გაწმენდაც, მცენარეების მოვლაც, ტროტუარის ფილების გარეცხვაც.

თვალს ვადევნებთ წესრიგს
უზრუნველვყოფთ მოგებას თქვენი მონაწილეობის გარეშეც
უზრუნველვყოფთ მოგებას
თქვენი მონაწილეობის გარეშეც

გავაქირავებთ თქვენს ვილას ან აპარტამენტებს, რაც მოგიტანთ მოგებას. ჩვენ იმ ინვესტორებს, რომლებიც მართვაში გადმოგვცემენ თავიანთ ვილებს, ვთავაზობთ შემოსავლის რამდენიმე ვარიანტს მაქსიმალური 11-15 % შემოსავლიდან გარანტირებულ 8%-იან მოგებამდე. არჩევანი თავად უნდა გააკეთონ.

გამოვისყიდით უძრავ ქონებას,
თუ თქვენი გეგმები შეიცვალა.

უკან შევისყიდით თქვენს ვილას ორი წლის შემდეგ, თუკი თქვენი გეგმები შეიცვალა. თუკი ყიდვიდან სამი ან მეტი წელი გავიდა, მაშინ კომპანია დაგიბრუნებთ არა მარტო ვილის ყიდვისას დახარჯულ თანხას, არამედ დაგიმატებთ 10 %-ს ობიექტის კაპიტალიზაციის ხარჯზე. კაპიტალიზაციის გარანტიები ჩვენ დავაფიქსირეთ ხელშეკრულებაში.

გამოვისყიდით უძრავ ქონებას,  თუ თქვენი გეგმები შეიცვალა.
ინდივუდუალური   კონსიერჟ სერვისი
ინდივუდუალური
კონსიერჟ სერვისი

ვილის ყოველ მესაკუთრეს ვთავაზობთ European Village Сoncierge სერვისს — პერსონალურ თანაშემწეს, რომელიც დაგეხმარებათ გადასახადების გადახდაში, ბილეთებისა და სასტუმროს დაჯავშნაში, ნებისმიერი სხვა საყოფაცხოვრებო თუ საქართველოში თქვენს ბიზნესთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებაში.

გაგიჩნდათ შეკითხვა?

დასვით თქვენთვის საინტრესო შეკითხვები და მენეჯერი გიპასუხებთ უახლოეს ხანში

Ბოლო ცნობები

Ბოლო ცნობები

გადასვლა სხვაგან

Офис продаж компании
European Village

Грузия, Батуми, Гонио,
ул.Андрея Первозванного 67-б