ხარისხისადმი უკომპრომისო
დამოკიდებულება

არ დავუშვებთ საშუალოობას ჩვენი პროექტები სავსებით შეესაბამება პრემიალური უძრავი ქონების პარამეტრებს. ჩვენი კრედოა პერფექციონიზმი.

საინვესტიციომიმზიდველობა

საინვესტიციო
მიმზიდველობა

საუკეთესო ლოკაციები

საუკეთესო ლოკაციები

ხარისხის გარანტია

ხარისხის
გარანტია

ევროპული ტექნოლოგიები

ევროპული
ტექნოლოგიები

საუკეთესომასალა

საუკეთესო
მასალა

გამოცდილი სპეციალისტები

გამოცდილი სპეციალისტები

ტექნოლოგია დეტალებში

ნაკვეთის შერჩევა
1
ნაკვეთის შერჩევა

მშენებლობისთვის ელიტურ უბნებში საუკეთესო ადგილებს ვარჩევთ. ზედმიწევნით ვსწავლობთ შერჩეულ ნაკვეთს პოტენციური პრობლემების თვალსაზრისით – ეკოლოგიური პირობები, ამ უბანში მშენებლობისთვის ნებადართული სართულიანობა, მეზობელი ობიექტები და ინფრასტრუქტურა. ვირჩევთ მაქსიმალურად სუფთა ზონებს, სადაც არ არის და არც მომავალშია მოსალოდნელი გარემოს დაბინძურება და ხმაური.

მოსამზადებელი სამუშაოები
ვატარებთ გეოდეზიურ კვლევებს და გულდასმით ვსწავლობთ  ნიადაგს, მიწისქვეშა წყლების არსებობის ალბათობას და მათ განლაგებას, სეისმურ აქტივობას. გეოდეზიური მონაცემების გათვალისწინებით
,
გამოცდილ არქიტექტორებთან ერთად შევიმუშავებთ არსებული გრუნტის ტიპისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო არქიტექტურულ პროექტს.
მოსამზადებელი სამუშაოები
2
სამშენებლო სამუშაოები
3
სამშენებლო სამუშაოები

ვასაქმებთ მხოლოდ გამოცდილ და სხვა პროექტებში ნაცად სპეციალისტებს, რომელთა პორთფოლიოებში რეალურად ჩანს მაღალ და დაბალსართულიან მშენებლობებში მუშაობის გამოცდილება. ჩვენი გუნდი ერთიანია სამუშაოების ხარისხიანად შესრულების პრინციპების დაცვაში. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხი და ევროპული სტანდარტები, ყველა შიდა და გარე სამუშაოს ხარისხის გარანტია უკვე მოცემულია  ნასყიდობის ხელშეკრულებაში. ჩვენ კი არ ვნიღბავთ დეფექტებს, არამედ ვასწორებთ მათ. ყურადღებით ვამოწმებთ ხარისხს მუშაობის ყველა ეტაპზე და ვიყენებთ ძვირად ღირებულ, მაღალხარისხიან მასალას. მაგალითად, ვსვამთ გერმანული ფირმის (Rehau) ფანჯრებს და ვიყენებთ არა ცემენტის, არამედ კერამიკულ ბლოკებს, ვაკეთებთ შიდა და გარე ჰიდროიზოლაციას შვედური ტექნოლოგიით. ვიყენებთ ჰიდროფობიურ და სოკოს საწინააღმდეგო გაჟღენთებს.აგრეთვე დიდ ყურადღებას ვუთმობთ სახანძრო უსაფრთხოებას – ვიყენებთ 7-სანტიმეტრიან ხანძარსაწინააღმდეგო თბოიზოლაციას EPS. ყველა ეს გადაწყვეტაუნიკალურია ბათუმისთვის.

დიზაინი და მოპირკეთება

ნაკვეთის ლანდშაფტის დიზაინი  მაქსიმალური ერგონომიკისა და კომფორტის უზრუნველყოფის საშუალებას გვაძლევს. ყოველ ნაკვეთში არის ხეხილი, წიწვოვანი და დეკორატიული მცენარეები, პარკინგი, მაყალი-ბუხარი.

 

გარე მოპირკეთება სახლში ოპტიმალურ ტემპერატურას ინარჩუნებს. იგი შესრულებულია შვედური ტექნოლოგიით Terraco, რისთვისაც გამოყენებულია ევროპული მასალა. ყოველი ობიექტი დათბუნებულია და იზოლირებულია ტენისა და ტემპერატურის ცვალებადობისგან, დაცულია სოკოსგან. როგორც შიდა, ისე გარე მოპირკეთებისთვის ჩვენ ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა მასალას – კერამიკულ ბლოკებს, ნატურალურ ქვას, მარმარილოს, ხეს. შიდა მოპირკეთება დიზაინერული რემონტია. იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრე ვილას ადრეულდ დაჯავშნის, გავითვალისწინებთ მის სურვილებს დაგეგმარებაში, რემონტსა და ინტერიერში. კერძო ვილებში ვაკეთებთ საუნას, მარმარილოს ბუხრებს, ხოლო კიბეებს სპარსული მარმარილოთი ვაპირკეთებთ.

დიზაინი და მოპირკეთება
4
ინფრასტრუქტურა
5
ინფრასტრუქტურა

კომპანიის European Village ყოველ ობიექტს აქვს დასრულებული, გამართული ინფრასტრუქტურა. ლანდშაფტის დიზაინი სივრცის ზონებად დაყოფის საშუალებას იძლევა, ასევე – დასასვენებელი ზონის გამოყოფის და პრივატული, დახურული ზონის შექმნის კერძო სახლის ყოველი მეპატრონისთვის.

კომპანია European Village-ის მიერ აშენებულ მრავალბინიან ობიექტებსაც და კერძო ვილებსაც აქვთ დახურული ტერიტორია, რომელიც მხოლოდ კომპლექსის ბინადართათვისაა ღია. ტერიტორია დაცულია, გარეშე პირთა შესვლა შეზღუდულია. შესაბამისი სერვისის კომპანია ზრუნავს სისუფთავესა და წესრიგზე, ასევე განათების ხარისხზე. ყოველ კომპლექსს აქვს დახურული კლუბის ფორმატი. სხვადასხვა პროექტის მიხედვით აქ იქნება  ბავშვებთან ერთად დასვენების ზონები, საერთო და ინდივიდუალური აუზები.

მართვა
შემოსავლიანობის გარანტიებით

გთავაზობთ როგორც კომპლექსის საერთო ტერიტორიის,  ისე კერძო ვილებისა და აპარტამენტების მომსახურებასაც. მესაკუთრის სურვილის მიხედვით შეგვიძლია  მისი ობიექტის გაცემა მოკლე ან ხანგრძლივვადიანი იჯარით, ანუ უზრუნველვყოთ კლიენტების ნაკადი, მათთან შეხვედრები და დაბინავებაც, მათი ბინადრობის წესების დაცვის კონტროლიც. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ იმის გარანტია, რომ იჯარის შედეგად მიიღებთ  შემოსავალს წელიწადში 8%-ის ოდენობით და გავამყარებთ ამ გარანტიას ნასყიდობის ოფიციალური ხელშეკრულებით.

მართვა  შემოსავლიანობის გარანტიებით
6

გაგიჩნდათ შეკითხვა?

დასვით თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მენეჯერისგან უმოკლეს დროში მიიღებთ პასუხებს.

სახლები რამდენიმე თაობისთვის

თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული სახლები, განსაკუთრებით სამხრეთის ქვეყნებში, ხშირად საკმაოდ მცირე საექსპლუატაციო ვადაზეა გათვლილი — საშუალოდ 20-30 წელზე. ნიუ-იორკის ბევრი ცათამბჯენი, რომელიც წინა საუკუნის 70-იან წლებში აიგო, 2000- იანი წლების დასაწყისში აიღეს, რადგან მათი ექსპლუატაციის ვადა ამოიწურა. ჩვეულებრივი რკინაბეტონითა და ცემენტის ბლოკებით აშენებული სახლები (სწორედ ამ ტექნოლოგიით შენდება დღეს დაბალსართულიანი შენობების უმეტესობა  მრავალ ქვეყანაში) საშუალოდ 20-30 წელს ძლებს. იგივე შეიძლება ითქვას მრავალსართულიანი ახალი შენობების 90 %-ზე. რკინაბეტონი უფრო მეტხანს გაძლებს, ვიდრე ცემენტის ბლოკი, რომელიც ძირითადად დაბალი ხარისხისაა.

კომპანია European Village იყენებს მაღალი ხარისხის ბეტონის პენეტრონთან შერწყმის ტექნოლოგიას. ეს საშუალებას იძლევა, რომ ნაგებობის  ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ 150 წლამდე გაიზარდოს. კერამიკული ბლოკის 40 სანტიმეტრამდე სისქის კედელი დათბუნებითა და ჰიდროიზოლაციით  შესაბამის საექსპლუატაციო პირობებში გაძლებს ას წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან სახლის შეძენის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ საცხოვრებელს 5 თაობისთვის – ერთ თაობაზე 20 წელს ანგარიშობენ, ხოლო დროული კაპიტალური რემონტის შემთხვევაში მისი ექსპლუატაციის ვადა ორჯერ გაიზრდება, ანუ 200 წლამდე მიაღწევს და 10 თაობას ეყოფა. ალტერნატიული ტექნოლოგიებით აგებული შენობების ექსპლუატაციის ვადა კი მხოლოდ 20-30 წელია.

Ბოლო ცნობები

Ბოლო ცნობები

გადასვლა სხვაგან

Офис продаж компании
European Village

Грузия, Батуми, Гонио,
ул.Андрея Первозванного 67-б