შეგახსენებთ, რომ ამ კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მდებარეობს EuropeanVillage Old-ის მოპირდაპირე მხარეს, 250 მეტრში კვარიათის პლაჟიდან, დაიწყო 2021 წლის ივლისში. ამავე თვის სამ კვირაში კომპლექსის ყველა ვილა გაიყიდა. აქედან გამომდინარე კომპანიამ მიიღო კომპლექსის 4 ვილით გაფართოების გადაწყვეტილება. მეორე რიგის მშენებლობა დაიწყო 2021 წლის ნოემბერში. ამჟამად გასაყიდი მხოლოდ ერთი ვილა დარჩა.
ორსართულიანი ვილები სამი საძინებლით, ორი სველი წერტილით, ბუხრიანი სასტუმრო ოთახით, სამზარეულოთი, ფინური საუნითა და სოლარიუმით, გამოსაყენებელი 200 კვმ ფართით იყიდება სრულიად მოპირკეთებულ მდგომარეობაში (მთლიანად გარემონტებული – დარჩენილია მხოლოდ ავეჯისა და ტექნიკის შეტანა) და 248 კვმ კეთილმოწყობილი ტერიტორიით , რომელშიც მოწყობილია ორი ავტომობილის პარკინგი, გამწვანებული გაზონები, ინდივიდუალური აუზი, გარე ბუხარი სამწვადე ზონით, არის ლანდშაფტის დიზაინი, ხეხილი და დეკორატიული ხეები.
ვილები გამოსადეგია როგორც საცხოვრებლად და დასასვენებლად, ისე საინვესტიციო შემოსავლისთვის. მსგავსი ვილების გაქირავების გამოცდილებამ (ისინი ფრიად დეფიციტურია ბათუმის გაქირავების ბაზარზე) გვაჩვენა, რომ მათგან მოსალოდნელი შემოსავალი შეადგენს 11-დან 15 %-ს. აძლევს რა მყიდველს კონტრაქტით წელიწადში არანაკლებ 8% სტაბილური შემოსავლის მიღების გარანტიას, კომპანია European Village მზადაა, თავის თავზე აიღოს გაქირავებაში პანდემიის გამო ჩავარდნების რისკები. გარდა ამისა მყიდველს აქვს უფლება, რაც ხელშეკრულებაშია გაწერილი, მშენებელს უკან მიჰყიდოს მისგან ნაყიდი ვილა იგივე ფასად ან უფრო ძვირად, რაც დამოკიდებულია ყიდვიდან უკან გამოსყიდვამდე ვადაზე. ეს არის ვილის კაპიტალიზაციის (გაძვირების) გარანტია.
European Village New – დასავლეთ საქართველოში ვილების პირველი კომპლექსია, რომელიც საუკუნეებზეა გათვლილი: ჩვეულებრივი რკინაბეტონის ნაცვლად მისი მშენებლობისთვის გამოყენებულია რკინაბეტონის გაძლიერებული კონსტრუქცია, დამატებითი სვეტებით, რომელიც ჩამოსხმულია პენეტრონშერეული ბეტონით. ეს ზრდის მის წყალგამძლეობას w20-მდე და ხარისხით შეესაბამება М600 ბეტონის მარკას, ცემენტის ბლოკის ნაცვლად კი გამოყენებულია ორმაგი კერამიკული ბლოკი დამატებითი თბო და ჰიდროიზოლაციით. ამგვარად, სახლის კედლების სისქე შეადგენს 40 სანტიმეტრს, რაც უნიკალურია საქართველოსთვის. ასეთი შენობა სტანდარტული 30-50 წლის ნაცვლად გაძლებს 200 წელზე არანაკლებს. თბო და ჰიდროიზოლაცია წამყვანი ევროპული ტექნოლოგიების მიხედვით გამოყენებულია სახლის გადახურვის დროსაც. კომპანია მის მიერ შესრულებული ყველა სახის სამუშაოს გარანტიას გაძლევთ, მათ შორის შიდა მოპირკეთებისასაც.
კომპლექსი მდებარეობს უნიკალურ ლოკაციაზე – ზღვიდან ფეხით მისასვლელ მანძილზე მშვიდსა და წყნარ ადგილზე.
ამ ადგილზე მდებარე პლაჟი შეიძლება პირველი ცისფერდროშიანი გახდეს საქართველოში, რაც პლაჟის უნაკლობის საერთაშორისო სიმბოლოა. ლოკაცია იდეალურია გაჯანსაღებისთვის უსუფთავესი წყლის წყალობით და განთქმულია თავისი სილამაზით. კომპლექსი შენდება ციტრუსის ბაღში. ჩვენ ხეების მაქსიმალური რაოდენობის შენარჩუნება მოვახერხეთ, რათა აქ მობინადრეებმა ზაფხულში მათ ჩრდილს შეაფარონ თავი და პირდაპირ ხიდან მიირთვან ხურმა ან მანდარინი.