შეგახსენებთ, რომ ამ კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 300 მეტრშია კვარიათის პლაჟიდან 2016 წელს დაიწყო. ორსართულიანი ვილები სამი საძინებლით, ორი სველი წერტილით, ბუხრიანი სასტუმრო ოთახით, სამზარეულოთი, ფინური საუნითა და სოლარიუმით, გამოსაყენებელი 195 კვმ ფართით იყიდებოდა სრულად მოპირკეთებულ მდგომარეობაში (მთლიანად გარემონტებული – დარჩენილია მხოლოდ ავეჯისა და ტექნიკის შეტანა) და 217 კვმ კეთილმოწყობილი ტერიტორიით , რომელშიც მოწყობილია ორი ავტომობილის პარკინგი, გამწვანებული გაზონები, საერთო აუზი, გარე ბუხარი სამწვადე ზონით, არის ლანდშაფტის დიზაინი, ხეხილი და დეკორატიული ხეები.
ვილები გამოსადეგია როგორც საცხოვრებლად და დასასვენებლად, ისე საინვესტიციო შემოსავლისთვის. მსგავსი ვილების გაქირავების გამოცდილებამ (ისინი ფრიად დეფიციტურია ბათუმის გაქირავების ბაზარზე) გვაჩვენა, რომ მათგან მოსალოდნელი შემოსავალი შეადგენს 11-დან 15 %-ს. კომპლექსი მდებარეობს უნიკალურ ლოკაციაზე —ზღვიდან ფეხით მისასვლელ მანძილზე მშვიდსა და წყნარ ადგილზე.
ამ ადგილზე მდებარე პლაჟს აქვს პერსპექტივა, რომ პირველი ცისფერდროშიანი გახდეს საქართველოში, რაც პლაჟის უნაკლობის საერთაშორისო სიმბოლოა. ლოკაცია იდეალურია გაჯანსაღებისთვის უსუფთავესი წყლის წყალობით და განთქმულია თავისი სილამაზით. კომპლექსი შენდება ციტრუსის ბაღში. ჩვენ ხეების მაქსიმალური რაოდენობის შენარჩუნება მოვახერხეთ, რათა აქ მობინადრეებმა ზაფხულში მათ ჩრდილს შეაფარონ თავი და პირდაპირ ხიდან მიირთვან ხურმა ან მანდარინი.