კარიერა European Village-ში

ვაკანსიების ნახვა

შექმენით მეტი,
ვიდრე უბრალოდ კარიერა

სამშენებლო ჰოლდინგი European Village უკვე 10 წელზე მეტია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების უძრავი ქონების პროექტებს ახორციელებს. დღეს ჩვენ მსოფლიოს წამყვან სასტუმრო ქსელებთან პარტნიორობით მასშტაბურ სასტუმრო პროექტებს ვავითარებთ.

ჩვენთან სპეციალისტებს აქვთ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ რეალური პროექტების განხორციელებაში, დაინახონ საკუთარი შრომის შედეგი და პროფესიულად განვითარდნენ კომპანიასთან ერთად.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გაუმკლავდნენ ამბიციურ გამოწვევებს, აიღონ პასუხისმგებლობა და შექმნან პროექტები, რომლებიც თანამედროვე საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდება.

კომპანიის მასშტაბი

ჩვენი გამოცდილება ციფრებში

10 წელი

ვქმნით საერთაშორისო სტანდარტების უძრავ ქონებას

$643 მლნ

პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა

177 550 მ2

მშენებლობის საერთო ფართობი

1 150

ჩვენი პროექტების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ადგილები

საქართველოს ერთ-ერთი
წამყვანი დეველოპერი

სამშენებლო ჰოლდინგი European Village Forbes-ის ვერსიით საქართველოს 10 წამყვან ბრენდს შორისაა და პროექტებს სასტუმრო ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერებთან თანამშრომლობით ახორციელებს.

გაიცანით ჩვენი კომპანია უკეთ

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები

  1. საერთაშორისო დონის პროექტები

    იმუშავეთ მასშტაბურ სასტუმრო პროექტებზე მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ერთად — დაპროექტებისა და მშენებლობის ეტაპებიდან ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვებამდე.

  2. მაღალი პროფესიული ექსპერტიზა

    უცხოელ პარტნიორებთან და წამყვან სასტუმრო ოპერატორებთან თანამშრომლობა გაძლევთ შესაძლებლობას, გაეცნოთ საერთაშორისო სტანდარტებს და გამოიყენოთ ისინი რეალურ პროექტებში.

  3. კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობები

    European Village-ში შეგიძლიათ განვითარდეთ კომპანიასთან ერთად: აიღოთ ახალი პასუხისმგებლობები, გადახვიდეთ პროფესიული განვითარების შემდეგ საფეხურზე და გაიზარდოთ გუნდის ფარგლებში. ჩვენმა ბევრმა ხელმძღვანელმა სწორედ ამ გზით მიაღწია წარმატებას კომპანიაში.

  4. სწავლება და განვითარება

    შიდა ტრენინგები, გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა და პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს ცოდნისა და პროფესიული კომპეტენციების მუდმივ განვითარებას.

  5. მხარდაჭერა რელოკაციის პროცესში

    გეხმარებით ბათუმში გადასვლის პროცესის გამარტივებაში: გაგიწევთ დახმარებას დოკუმენტების გაფორმებაში, საცხოვრებლის მოძიებასა და ახალ გარემოსთან ადაპტაციაში.

  6. კორპორატიული კულტურა

    ერთად აღვნიშნავთ მიღწევებსა და მნიშვნელოვან მოვლენებს, ვმართავთ გუნდურ ღონისძიებებს და ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომლის წვლილი ფასდება.

ჩვენ გვენდობიან სასტუმრო
ინდუსტრიის ლიდერები

RCI

BWH Hotels

Aimbridge Hospitality

Wyndham Hotels & Resorts

როგორ დაიწყოთ კარიერა

4 მარტივი ნაბიჯი

  1. გამოეხმაურეთ ვაკანსიას

    შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი პოზიცია და გამოგვიგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და CV.

  2. გაიარეთ გასაუბრება

    გაიცანით გუნდი, შეიტყვეთ მეტი სამუშაო ამოცანებისა და მოვალეობების შესახებ და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

  3. მოემზადეთ მუშაობის დასაწყებად

    დაგეხმარებით ადაპტაციაში, საჭიროების შემთხვევაში კი — საცხოვრებლად გადმოსვლასა და დოკუმენტების გაფორმებაში.

  4. გახდით გუნდის წევრი

    შეუდექით მუშაობას, გაეცანით ჩვენს პროექტებს და დაიწყეთ კარიერის ახალი ეტაპი European Village-ში.

ღია ვაკანსიები

ამჟამად ამ სფეროში ვაკანსიები არ არის.

თანამშრომელთა უკუკავშირი

„ხელმძღვანელობა ღიაა დიალოგისთვის, შესაძლებელია საკუთარი იდეების შეთავაზება და სამუშაო პროცესებზე გავლენის მოხდენა. კომპანიაში ძლიერი, ამბიციური და მეგობრული გუნდია, სადაც კოლეგები ერთმანეთს მხარს უჭერენ. კარგი შედეგები შეუმჩნეველი არ რჩება და მათთან ერთად ჩნდება პროფესიული და ფინანსური ზრდის შესაძლებლობებიც.“

B2B გაყიდვების მენეჯერი

კომპანიაში მუშაობის სტაჟი: 1–2 წელი

„კომპანიაში ადაპტაციის პროცესი კარგად არის ორგანიზებული, ხოლო ხელმძღვანელები გეხმარებიან პროდუქტისა და სამუშაო პროცესების სწრაფად გაცნობაში. ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია მარტივია და ინიციატივების მიმართ დამოკიდებულება — ღია. მსხვილ საერთაშორისო პარტნიორებთან და პროექტებზე მუშაობა საერთაშორისო უძრავი ქონების ბაზარზე რეალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას იძლევა.“

გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი

კომპანიაში მუშაობის სტაჟი: ერთ წელზე ნაკლები

„ხელმძღვანელები მზად არიან სამუშაო საკითხების განსახილველად, ითვალისწინებენ თანამშრომლების წინადადებებს და დამოუკიდებლად მუშაობის საკმარის თავისუფლებას გვაძლევენ. გუნდში კომფორტული გარემო, ურთიერთდახმარებაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობებია. გუნდი საერთო შედეგზეა ორიენტირებული, ამიტომ ერთობლივ ამოცანებს ნამდვილად ერთად ვასრულებთ.“

საკვანძო კლიენტებთან ურთიერთობის მთავარი ექსპერტი

კომპანიაში მუშაობის სტაჟი: 1–2 წელი

„აქ კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობებია: ინიციატივას აფასებენ, ხოლო პასუხისმგებლობის აღების მზაობას მხარს უჭერენ. გუნდში ბევრი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალია, რომელთა გვერდით მუდმივად სწავლობ ახალს. კომპანია ქმნის გარემოს, სადაც მუშაობისა და განვითარების სურვილი გიჩნდება.“

მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

კომპანიაში მუშაობის სტაჟი: 1–2 წელი

„აქ სამუშაოს მასშტაბი და ამოცანების მრავალფეროვნება მართლაც შთამბეჭდავია — კონტენტისა და პროდაქშენის მიმართულებებიდან დაწყებული, PR-ითა და საერთაშორისო პროექტებით დასრულებული. თანამშრომლების ინიციატივებს უსმენენ, ხოლო პასუხისმგებლობის ზრდა და მიღწეული შედეგები კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამასთან, მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულება ერთიან გუნდად მუშაობს.“

კონტენტის განყოფილების წამყვანი ხელმძღვანელი

კომპანიაში მუშაობის სტაჟი: 1–2 წელი

„კომპანია მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. საინტერესო და არასტანდარტული ამოცანები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მუდმივ გაღრმავებას უწყობს ხელს. მუშაობის პერიოდში შესაძლებელია კომპეტენციების მნიშვნელოვნად გაფართოება და მრავალმხრივი გამოცდილების მიღება.“

ანალიტიკოსი

კომპანიაში მუშაობის სტაჟი: 1–2 წელი

„კომპანიაში ძლიერი საერთაშორისო გუნდია, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი სპეციალისტი მუშაობს. European Village ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს — ვილებიდან და თაუნჰაუსებიდან დაწყებული, მსხვილი სასტუმრო კომპლექსებით დასრულებული. აქ შესაძლებელია პროფესიული ზრდა, ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და საკუთარი იდეების განხორციელება.“

მთავარი ინჟინერი

კომპანიაში მუშაობის სტაჟი: ერთ წელზე ნაკლები

„კომპანია მუდმივად ვითარდება და აყალიბებს პროფესიონალთა ძლიერ გუნდს პროექტირების, მშენებლობისა და სხვა მიმართულებებით. კომპანიის პორტფელი მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებს მოიცავს — ვილებიდან და თაუნჰაუსებიდან დაწყებული, მსხვილი სასტუმრო კომპლექსებით დასრულებული. თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა, პროფესიულად განვითარდნენ, შეიძინონ ახალი ცოდნა და გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები.“

მთავარი არქიტექტორი

კომპანიაში მუშაობის სტაჟი: 3–5 წელი

„ყოველდღიურად მუშაობ სერიოზულ ამოცანებზე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. აქ ამჩნევენ თანამშრომლების ძლიერ მხარეებს და მხარს უჭერენ მათ, ვინც მზად არის გამოიჩინოს ინიციატივა და აიღოს პასუხისმგებლობა. ასეთი პროფესიული გარემო მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას გაძლევს და მუდმივი განვითარების მოტივაციას გიქმნის.“

დირექტორის მოადგილე

კომპანიაში მუშაობის სტაჟი: 1–2 წელი

„სამუშაო საინტერესოა და საკუთარი ამოცანების მართვისას დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს იძლევა. იგრძნობა ხელმძღვანელებისა და კოლეგების ნდობა პროფესიული მოსაზრებებისა და მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ. კომპანია ასევე ცდილობს სპეციალისტებისთვის კონკურენტული სამუშაო პირობების შექმნას.“

თქვენი შემდეგი დიდი პროექტი
— ჩვენთან ერთად

საერთაშორისო გამოცდილება, ძლიერი გუნდი და პროექტები, რომლებიც ქართულ ტურიზმის ბაზარს გარდაქმნიან

European Village ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს და ქმნის ახალ კარიერულ შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის.

აქ შეგიძლიათ კომპანიასთან ერთად განვითარდეთ, გაუმკლავდეთ ამბიციურ გამოწვევებს და თქვენი შრომის შედეგები საქართველოს თანამედროვე ლანდშაფტში იხილოთ.

დატოვეთ განაცხადი

გაიგეთ მეტი
ვაკანსიების შესახებ