ჰოლდინგის შესახებ European Village

კონსულტაციის მიღება

სასტუმრო პროექტების
დეველოპმენტი

European Village არის სამშენებლო ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს დეველოპერულ, საინვესტიციო და საკონსულტაციო პროექტებს. ჩვენ ვახორციელებთ სასტუმრო პროექტების სრულ ციკლს — კონცეფციის შემუშავებიდან და მშენებლობიდან გაყიდვებამდე და სასტუმროს ამოქმედებამდე.

ჩვენ სპეციალიზებული ვართ საერთაშორისო სასტუმრო ქსელების ბრენდების ქვეშ სასტუმრო უძრავი ქონების შექმნაზე და გთავაზობთ საინვესტიციო უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ფორმატს. ასეთი პროექტები თავიდანვე იქმნება როგორც მზა საინვესტიციო პროდუქტი, სადაც საერთაშორისო ბრენდი, პროფესიონალური მართვა და სტუმრების სტაბილური ნაკადი უზრუნველყოფს მაღალ დატვირთულობასა და პასიურ შემოსავალს.

ჩვენი კომპეტენციები

კომპლექსური მიდგომა

  1. 1

    საუკეთესო ლოკაციების შერჩევა

    ჩვენ ვაანალიზებთ ბაზარს და ვარჩევთ მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ლოკაციებს.

  2. 2

    კონცეფციებისა და ფინანსური მოდელების შემუშავება

    ჩვენ ვქმნით მოთხოვნად სასტუმრო პროდუქტებს მაღალი საინვესტიციო მიმზიდველობით.

  3. 3

    ვაპროექტებთ არქიტექტურასა და ინფრასტრუქტურას

    ჩვენ ვქმნით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თანამედროვე სასტუმრო კომპლექსებს.

  4. 4

    ვუზრუნველყოფთ იურიდიულ და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის მიმართულებით მხარდაჭერას

    ჩვენ ვუზრუნველყობთ პროექტის განხორციელებას ყველა ეტაპზე

  5. 5

    ვახორციელებთ სამუშაოების სრულ ციკლს

    ჩვენ ვაკონტროლებთ ხარისხს, მშენებლობის ვადებსა და სამუშაოების შესრულებას.

  6. 6

    ვიზიდავთ საერთაშორისო სასტუმროების ბრენდებს

    ჩვენ ვუზრუნველყოფთ პარტნიორობას მსოფლიოს წამყვან სასტუმრო ქსელებთან.

  7. 7

    ვახორციელებთ სასტუმროების ამოქმედებას და ექსპლუატაციაში გაშვებას

    ვუზრუნველყოფთ ობიექტის მომზადებას პირველი დღიდან ეფექტური ფუნქციონირებისთვის.

  8. 8

    ვუზრუნველყოფთ პროფესიულ მართვას

    ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორებთან.

  9. 9

    ვახორციელებთ საინვესტიციო პროდუქტის პოპულარიზაციასა და გაყიდვებს

    ჩვენ ვქმნით პროექტის ბრენდს და ვმართავთ სასტუმრო უძრავი ქონების გაყიდვების პროცესს.

გაგვიცანით უფრო ახლოს

ჰოლდინგის ისტორია

განვითარების ძირითადი ეტაპები

  1. კომპანიის დაარსება. ბათუმში დაბალსართულიანი მშენებლობის მიმართულების დაწყება.

  2. ვილების კომპლექსის European Village Old-ის მშენებლობა დასრულებულია

  3. ევროპული სტანდარტების შესაბამისი პრემიუმ უძრავი ქონების მიმართულების ამოქმედება.

  4. European Village New-ის ვილების კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია. Wyndham Hotels & Resorts-თან შეთანხმების გაფორმება Wyndham Grand Batumi Gonio-ს პროექტის განხორციელების შესახებ.

  5. Aimbridge Hospitality-სთან შეთანხმების გაფორმება Wyndham Grand Batumi Gonio-ს სასტუმრო კომპლექსის ტექნიკური მხარდაჭერისა და სამომავლო მართვის შესახებ. European Village Elite-ის ვილების კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია

  6. Forbes Georgia-ს ბრენდების ტოპ-10-ში მოხვედრა.

  7. Elite Family Residence-ის კომპლექსის მშენებლობის დასრულება. BWH Hotels-თან შეთანხმების გაფორმება Grand Life.WorldHotels Luxury-ის პროექტის განხორციელების შესახებ და Aimbridge Hospitality-სთან — ტექნიკური მხარდაჭერისა და მართვის შესახებ.

  8. European Village-ის 10 წლის იუბილეს აღნიშვნა. გამორჩეული სასტუმრო პროექტის Sky Castle-ის პრეზენტაცია.

ჩვენი პარტნიორები

გლობალური ექსპერტიზა ყველა პროექტში

საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებიდან წამყვან დიზაინ-სტუდიებამდე — ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან, ვინც მსოფლიო ინდუსტრიის სტანდარტებს განსაზღვრავს. აღიარებული ლიდერების გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაერთიანებით, ჩვენ ვქმნით პროექტებს, რომლებიც აკმაყოფილებს უმაღლეს მოთხოვნებს არქიტექტურის, სერვისისა და საინვესტიციო მიმზიდველობის მიმართულებით.

  • Wyndham Hotels & Resorts

    მსოფლიოში უმსხვილესი სტუმარმასპინძლობის კომპანია. 9300-ზე მეტი სასტუმრო 25 ბრენდის ქვეშ, მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე, 95  ქვეყანაში.

  • WorldHotels

    მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ავტორიტეტული სასტუმრო ქსელი: შედის მსოფლიოს 7 უმსხვილეს სასტუმრო ქსელს შორის. 4000-ზე მეტი სასტუმრო 18 ბრენდის ქვეშ, 100 ქვეყანაში.

  • Aimbridge Hospitality

    მსოფლიოში უმსხვილესი მმართველი კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია პროფესიონალურ საოპერაციო საქმიანობაზე, სასტუმროების მაღალ დატვირთულობასა და მართვის ეფექტიანობაზე.

  • RCI

    მსოფლიოში უმსხვილესი დასვენების გაცვლის საერთაშორისო სისტემა, რომელიც უძრავი ქონების მფლობელებს მსოფლიოს მასშტაბით ათასობით კურორტზე მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს.

  • HOFU Hospitality Furniture

    საერთაშორისო არქიტექტურული სტუდია, რომელიც ქმნის თანამედროვე სასტუმრო სივრცეებს ფუნქციონალურობაზე, ესთეტიკასა და პროექტირების საერთაშორისო გამოცდილებაზე განსაკუთრებული აქცენტით.

  • Ida

    საერთაშორისო დიზაინ-სტუდია, რომელიც ქმნის მსოფლიოს წამყვანი სასტუმრო ბრენდების სტანდარტების შესაბამის ინტერიერის კონცეფციებს.

  • BDO (Binder Dijker Otte)

    საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ატარებს ბაზრის კვლევასა და საინვესტიციო ანალიზს პროექტების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიის შესამუშავებლად.

  • BLC Law Office

    საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული კომპანია, რომელიც European Village-ის პროექტებს გარიგებების სტრუქტურირებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში უწევს მხარდაჭერას.

  • Badagoni

    წამყვანი ქართული ღვინის ბრენდი და ჩვენი გასტრონომიული პარტნიორი, რომელიც გვეხმარება რესტორნების უნიკალური კონცეფციებისა და სტუმრებისთვის გამორჩეული გასტრონომიული გამოცდილების შექმნაში.

ჩვენი გუნდი

ხელმძღვანელობა

ძლიერმა პროფესიონალთა გუნდმა გააერთიანა ძალისხმევა, კომპეტენციები და მრავალწლიანი გამოცდილება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე საუკეთესო პროდუქტის შესაქმნელად.

  • არჩილ ფარტენაძე, გენერალური დირექტორი

    არჩილ ფარტენაძე

    გენერალური დირექტორი

    14 წელზე მეტია ხელმძღვანელობს სამშენებლო კომპანიებს. ეკონომიკისა და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა მაგისტრი. მის პორტფოლიოშია 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. 2008–2010 წლებში იყო აჭარის დეველოპერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

  • არმაზ ხოზრევანიძე, ტექნიკური დირექტორი

    არმაზ ხოზრევანიძე

    ტექნიკური დირექტორი

    დაამთავრა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი. მის პორტფოლიოშია საქართველოს ტერიტორიაზე წარმატებით აშენებული 18 ობიექტი, მათ შორის 7 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. სპეციალიზებულია პროექტებისთვის საკუთარი რთული საინჟინრო გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვაში.

  • სტანისლავ ცეცხლაძე, კომუნიკაციების დირექტორი

    სტანისლავ ცეცხლაძე

    კომუნიკაციების დირექტორი

    აქვს ღრმა ექსპერტიზა კორპორაციული კომუნიკაციებისა და ბრენდის განვითარების სფეროში. სპეციალიზებულია საკომუნიკაციო სტრატეგიებზე, პარტნიორებთან ურთიერთობასა და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის გაძლიერებაზე.

  • ევგენია ლუშნიკოვა, ოპერაციული დირექტორი

    ევგენია ლუშნიკოვა

    ოპერაციული დირექტორი

    ოპერაციული მართვისა და დეველოპერული პროექტების განხორციელების ექსპერტი. აქვს ღრმა ექსპერტიზა არქიტექტურის, მომარაგებისა და ბიზნეს პროცესების ორგანიზების სფეროში. სპეციალიზებულია პროექტების კომპლექსურ მართვაში.

  • ნატალია გოლდოვსკაია, განვითარების დირექტორი

    ნატალია გოლდოვსკაია

    განვითარების დირექტორი

    გაყიდვების სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე. European Village-ში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის განვითარებაში — ერთი პროექტიდან მსხვილ სამშენებლო ჰოლდინგამდე. ავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებსა და კომერციულ მიმართულებას, მონაწილეობდა კომპანიის ზრდის სტრატეგიისა და ძირითადი ბიზნეს პროცესების ჩამოყალიბებაში.

  • ანნა ლიმანსკაია, კომერციული დირექტორი

    ანნა ლიმანსკაია

    კომერციული დირექტორი

    კომერციული მართვის, მარკეტინგისა და უძრავი ქონების გაყიდვების ექსპერტი. სპეციალიზებულია ეფექტიანი კომერციული სისტემების შექმნაში, მარკეტინგული სტრატეგიის განვითარებასა და გაყიდვების მართვაში. აქვს ძლიერი ექსპერტიზა დეველოპერული პროექტების განვითარებისა და ბიზნესის მასშტაბირების მიმართულებით.

  • მარია პოსტონოგოვა, გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი

    მარია პოსტონოგოვა

    გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი

    გაყიდვების სფეროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, მათ შორის 7 წელი — უძრავი ქონების სფეროში. ნულიდან ქმნიდა გაყიდვების დეპარტამენტებსა და შესაბამის ინფრასტრუქტურას, ასევე იწყებდა ახალ ბიზნეს მიმართულებებს. მუშაობდა ბათუმის წამყვან დეველოპერებთან. მონაწილეობდა European Village-ის საკვანძო პროექტების — Wyndham Grand Batumi Gonio: Aqua, Family Club და Riviera — გაშვებაში.

  • ვერონიკა ჩიჩკო, აღმასრულებელი დირექტორი

    ვერონიკა ჩიჩკო

    აღმასრულებელი დირექტორი

    საერთაშორისო სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ხელმძღვანელობს კომპანიის საკვანძო პროექტებს, მათ შორის Elite Family Residence-სა და პრემიუმ კლასის ვილების კომპლექსებს. სპეციალიზებულია სასტუმრო კონცეფციების შემუშავებასა და გაშვებაში, luxury hospitality-ისა და პროექტების მართვის მიმართულებით. აქვს ტურიზმის სფეროში საკუთარი სამეწარმეო გამოცდილება.

მიიღეთ მენეჯერის კონსულტაცია