Grand Life. WorldHotels Luxury — ერთადერთი ხუთვარსკვლავიანი City Hotel ბათუმში Luxury სეგმენტში. ინფრასტრუქტურა მოიცავს ქართული სამზარეულოს რესტორანს, ფიტნეს და Wellness ცენტრს ღვინის თერაპიით და სხვა თანამედროვე კომფორტულ სივრცეებს. სასტუმროს რეზიდენტები ისარგებლებენ განსაკუთრებული პრივილეგიებით, მათ შორის გონიოში მდებარე 5★ All Inclusive კურორტის 100-ზე მეტ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე წვდომით.
სასტუმროს კონცეფციის საფუძველია საქართველოს მდიდარი ღვინის კულტურა, რომელიც თანამედროვე ფუფუნების ფორმატში ახლებურად არის გააზრებული. ავთენტურობა და ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქ უნაკლო სერვისთან ერთიანდება, ქმნის სტუმართმოყვარეობის განსაკუთრებულ გამოცდილებას და ხაზს უსვამს პროექტის უნიკალურობას.
2
ბლოკი
155
ნომერი
7
წუთი ზღვამდე
წვდომა
გონიოში მდებარე 5★ All Inclusive კურორტის ინფრასტრუქტურაზე
ბათუმი, საქართველო
14% -მდე
წლიური შემოსავალი
სასტუმროს მართვიდან
42 თვედან
0%-იანი განვადება
30% -დან
წლიური შემოსავალი გადაყიდვიდან
€5 144 მ2-დან
სრული ღირებულება
უძრავი ქონების მფლობელებსა და სტუმრებს ექნებათ წვდომა გონიოში მდებარე 5★ All Inclusive სასტუმრო კომპლექსის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც 2,7 ჰექტარ ტერიტორიაზე 100-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს.
ნომერი ერთი King-size საწოლით ან ორი ერთადგილიანი საწოლით.
ნომერი ერთი King-size საწოლით ან ორი ერთადგილიანი საწოლით.
ნომერი ერთი King-size საწოლით ან ორი ერთადგილიანი საწოლით.
80-წლიანი ისტორიის
მქონე სასტუმრო ქსელი
4000 სასტუმრო
100 ქვეყანაში
მსოფლიო დონის
მმართველი კომპანია
1500 სასტუმრო
23 ქვეყანაში
დასვენების
გაცვლის პროგრამა
3600 სასტუმრო
110 ქვეყანაში
WorldHotels (ყოფილი Best Western) — მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე ავტორიტეტული სასტუმრო ქსელი. შედის ტოპ-7 სასტუმრო ქსელში. 4000 სასტუმროზე მეტი 18 ბრენდის ქვეშ, 100 ქვეყანაში.
WorldHotels Luxury — უმაღლესი კატეგორია WorldHotels-ის პორტფელში და ხაზის ერთადერთი ბრენდი, რომელიც luxury სეგმენტშია წარმოდგენილი.
საერთაშორისო ბრენდი ნიშნავს სტუმრების ნდობას, სასტუმროს სტაბილურ დატვირთვას და მაღალ საინვესტიციო შემოსავლიანობის საიმედო საფუძველს.
4000+
სასტუმრო მთელ მსოფლიოში
80 -წლიანი
გამოცდილება
100 ქვეყანაში
Aimbridge Hospitality მართავს მსოფლიოს წამყვანი სასტუმრო ქსელების ობიექტებს, უზრუნველყოფს მომსახურების ერთიან სტანდარტებს, ეფექტურ ოპერაციულ საქმიანობასა და დატვირთვის მაღალ მაჩვენებლებს.
მართვის საერთაშორისო გამოცდილება უზრუნველყოფს სტაბილურ დატვირთვას, სასტუმროს ეფექტიან მუშაობასა და საინვესტიციო შემოსავლიანობის მაქსიმალურ პოტენციალს.
1500
მართვაში მყოფი სასტუმრო
65 წელი
სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
23 ქვეყანა
წარმომადგენლობის გეოგრაფია
მსოფლიოში წამყვანი ქსელი დასვენებისთვის სასტუმროს ნომრების გაცვლის მიმართულებით.
როგორც ჩვენს კომპლექსში სასტუმროს ნომრების მფლობელი, თქვენ შეძლებთ თქვენს სასტუმროს ნომრებში დასვენების დრო გაცვალოთ დასვენებაზე მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ სასტუმროებში.
ექსკლუზიური პროგრამა Grand Life. WorldHotels Luxury-ს სასტუმროს ნომრების მფლობელებისთვის.
ამ პროგრამის ფარგლებში თქვენ შეძლებთ უფასოდ დაისვენოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო სასტუმრო ქსელის Wyndham Hotels & Resorts-ის სასტუმროებში.
ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ უძრავი ქონების მფლობელის პრივილეგიები დაიწყოს არა მშენებლობის დასრულების შემდეგ, არამედ შეძენის მომენტიდან.
14% -მდე
წლიური რეალური შემოსავალი
გამოითვლება სასტუმროს საქმიანობის ფაქტობრივი მაჩვენებლების საფუძველზე. შემოსავლიანობის პოტენციალი ასახავს რეალურ საბაზრო პირობებსა და სასტუმრო ბიზნესის დინამიკას.
8%
წლიური გარანტირებული
შემოსავალი
გარანტირებული შემოსავალი გადაიხდება სასტუმროს დატვირთვისგან დამოუკიდებლად.
ყველა ვალდებულება ფიქსირდება ხელშეკრულებაში და რეგისტრირდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
30% -დან
უძრავი ქონების
ღირებულების წლიური ზრდა
ღირებულების ზრდა მიიღწევა პერსპექტიული ლოკაციების, მსოფლიო სასტუმრო ბრენდებისა და ბაზარზე მსგავსი პროექტების დეფიციტის შედეგად.
42 თვემდე
უპროცენტო განვადება
შესაძლებელია სასტუმროს ნომრის უპროცენტო განვადებით შეძენა. პირველადი შენატანი — 30%-დან. განვადების ვადა დამოკიდებულია კონკრეტულ პროექტზე.
ინვესტორებისთვის რისკების შემცირების შესაძლებლობა
დააბანდეთ და მიიღეთ გარანტირებული შემოსავალი გადახდისთანავე. გარანტირებულ შემოსავალზე არ მოქმედებს სეზონური მერყეობა ან ტურისტული ნაკადი და ის მინიმუმამდე ამცირებს ინვესტორის რისკს. გადახდის ვალდებულებები მოცემულია კონტრაქტში და რეგისტრირებულია ქართულ იუსტიციის სამინისტროში.
თუ გადაწყვეტთ უძრავი ქონების გაყიდვას, სურვილის შემთხვევაში, ჩვენ გარანტირებულად გამოვისყიდით მას უკან — ზედმეტი კითხვებისა და გართულებების გარეშე. ეს შესაძლებლობა თქვენი ინვესტიციის დამატებითი დაცვის მექანიზმია და რისკების შემცირების საშუალებას გაძლევთ.
ერთადერთი 5★ city hotel ბათუმში luxury სეგმენტში. სასტუმროს კონცეფციის საფუძველია საქართველოს მდიდარი ღვინის კულტურა. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, ავთენტური ატმოსფერო და უნაკლო სერვისი დასვენების უნიკალურ გამოცდილებას ქმნის.
საკუთარი განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, Grand Life. WorldHotels Luxury-ის უძრავი ქონების მფლობელებსა და სტუმრებს ხელი მიუწვდებათ საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ინფრასტრუქტურაზე პროექტ Wyndham Grand Batumi Gonio-ში: 100-ზე მეტი ობიექტი 27 115 მ2 ფართობზე და მრავალი სხვა.
შემოსავლიანობას უზრუნველყოფს პროფესიონალური მართვა, მაღალი დატვირთვა და Luxury & All Inclusive სეგმენტში კონკურენტების არარსებობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტირებული შემოსავალი და უკუგამოსყიდვის შესაძლებლობა, შესაბამისი ვალდებულებების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციით, იცავს თქვენს ინვესტიციას.
სასტუმრო ფუნქციონირებს როგორც ერთიანი მექანიზმი, სადაც სერვისები, ინფრასტრუქტურა და გუნდი შეთანხმებულად მუშაობენ. საერთაშორისო ტუროპერატორების მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი ეს მიდგომა უზრუნველყოფს პროცესების პროგნოზირებადობასა და მაქსიმალურ დატვირთვას.
მართვას ახორციელებს Aimbridge Hospitality — მსოფლიო ლიდერი 65-წლიანი გამოცდილებითა და 1500-ზე მეტი სასტუმროსგან შემდგარი პორტფელით. კომპანია პასუხისმგებელია სტანდარტებზე, შემოსავლიანობასა და გამჭვირვალე ანგარიშგებაზე, ხოლო გლობალური მარკეტინგი ხელს უწყობს მაღალი დატვირთვის შენარჩუნებას.
WorldHotels-ის (ყოფილი BWH Hotels) ანალიტიკური სისტემა ეყრდნობა 80-წლიან გამოცდილებას და 4000 სასტუმროს მონაცემებს 100 ქვეყანაში, რაც დატვირთვისა და სეზონურობის ზუსტი პროგნოზირებისა და ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების საშუალებას იძლევა.
WorldHotels-ის ლოიალობის პროგრამა ქსელის 70 მილიონ მუდმივ სტუმარს აერთიანებს და ტურისტების სტაბილურ ნაკადს უზრუნველყოფს მოზიდვაზე დამატებითი ხარჯების გარეშე.
WorldHotels — ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო ქსელი. WorldHotels Luxury — ექსკლუზიური luxury-ბრენდი მის პორტფელში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 4000-დან მხოლოდ 11 სასტუმროს აერთიანებს. ძლიერი და ცნობადი ბრენდი ზრდის მყიდველების ნდობასა და ობიექტის საინვესტიციო მიმზიდველობას.